English (United States)

გეზი - რეგიონის ყველაზე მასშტაბური სატვირთო ავტომობილების

სერვის - კლასტერი

საერთაშორისო სტანდარტების ყველა სერვისი ერთ სივრცეში

გამართე სატვირთო ავტომობილი და დაიმუხტე ახალი ენერგიით

საერთაშორისო გადაზიდვების სპეციფიკა ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეალობაა - მრავალდღიანი მარშრუტები, ინტენსიური სამუშაო რეჟიმი, რთულად პროგნოზირებადი პირობები და გზაზე სანდო ინსტიტუციური მხარდაჭერის მუდმივი საჭიროება.

გვესმის, რაოდენ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სატვირთო ავტომობილის დროულ, პროფესიონალურ და სტანდარტიზებულ მომსახურებას. სწორედ ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, შევქმენით კავკასიის რეგიონში პირველი პრემიუმ-კლასის სატვირთო მძღოლების ლაუნჯი, რომელიც ფუნქციონირებს მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი ხედვა ნათელია: ინტენსიურ გზაზე მყოფ პროფესიონალ მძღოლებს შევუქმნათ გარემო, სადაც მათ შეუძლიათ კომფორტულ ლაუნჯში დაისვენონ და აღიდგინონ ენერგია, ხოლო მათი სატვირთო ავტომობილები იმავე სივრცეში მიიღებს ინდუსტრიის საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილ და სერტიფიცირებულ მომსახურებას.

31

სამუშაო ბოქსი

18 000მ

2

მულტიფუნქციური სივრცე

60

სატვირთოზე გათვლილი მოსაცდელი პარკინგი

გეზის სერვისები

გეზის მულტიფუნქციური ჰაბი უზრუნველყოფს სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების სერვისის სრულ სპექტრს.

მექანიკური და ტექნიკური სერვისები:

  • ძრავის დიაგნოსტიკა და შეკეთება

  • ტრანსმისიის სერვისი

  • საფეხურებისა და სამუხრუჭე სისტემების მომსახურება

  • ელექტროსისტემების შეკეთება

  • ხიდებისა და შასის სერვისი

  • პრევენციული ტექნიკური მომსახურება

თერმო და გაცივების სისტემები:

  • Thermo King-ის სერვისები

  • გამაგრილებელი სისტემების დიაგნოსტიკა

  • კონდიციონერის შეკეთება და ოპტიმიზაცია

დიზელ სისტემები:

  • ინჟექტორების შეკეთება

  • საწვავის სისტემის გაწმენდა

  • მაღალი წნევის ტუმბოს დიაგნოსტიკა

სამღებრო ცენტრი:

  • სარემონტო/აღდგენითი და სამღებრო სამუშაოები

  • სპეციალური საღებავი კამერები

ვულკანიზაცია და საბურავის პრემიუმ ბრენდები:

  • საბურავის შეცვლა, ბალანსირება, გეომეტრია

  • საბურავის გადაკვრა (Bandag), სატრაილერო/საბელტე საბურავების სერვისი

  • Bridgestone, Michelin, Continental, Firestone

ზეთის შეცვლა:

  • Mobil, Shell - OEM-ის მიერ დამტკიცებული ზეთები

ავტოსამრეცხაო:

  • ავტომატური, სწრაფი მოწყობილობა - ქვემოდან რეცხვის ფუნქციით

მობილური სერვისი:

TAX FREE საბურავების, ელექტროობისა და სავალი ნაწილის მიმართულებით:

544 44 77 88 (დიმიტრი ბახია) - 24/7 ცხელი ხაზი

ლაუნჯი

კომფორტული სივრცე მძღოლების დასვენებისა და განტვირთვისთვის

გეზის ფილიალში მოწყობილი პრემიუმ კლასის

ინფრასტრუქტურა გათვლილია მძღოლებზე, რომლებიც

გადაადგილდებიან გრძელ მარშრუტებზე:

  • განტვირთვის თანამედროვე სივრცე - კომფორტული სავარძლები, მშვიდი ატმოსფერო და სრულფასოვანი დასვენებისთვის შექმნილი გარემო

  • ინდივიდუალური, სუფთა და მოწესრიგებული სივრცე - პრემიუმ

    სტანდარტების შესაბამისი სისუფთავე, ცხელი შხაპი და პირადი ოთახები თითოეული მძღოლისთვის

  • სამრეცხაო ოთახი - სარეცხი მანქანა და საშრობი გრძელ გზაზე მიმავალი მძღოლების კომფორტისთვის

  • კვების ობიექტი - ცხელი კერძები, ხემსი, ყავა, ჩაი - ყველაფერი ერთ სივრცეში

  • სამლოცველო ოთახი

  • სწრაფი Wi-Fi, დამუხტვის წერტილები და პრინტერი

  • კომფორტული სამუშაო, დასვენებისა და გართობის ზონები - სამუშაო მაგიდები, სამაგიდო თამაშები, სამასაჟე სკამი სწრაფი განტვირთვისთვის.

  • მეგობრული, ყურადღებიანი პერსონალი, რომელიც ზრუნავს თითოეული სტუმრის კომფორტზე

მძღოლის კომფორტული გამოცდილება

  • ავტომობილის რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა

  • მძღოლის განტვირთვა კომფორტ ლაუნჯში

  • სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება

  • სერვისის დასრულება და გზის გაგრძელება